ტრიუმფალური თაღის სიმაღლეა 49,51 მ, სიგანე 44,82 მ, სიმაღლე 29,19 მ. აიგო 1806-1836 წლებში არქიტექტორი შალგრენის პროექტით. მორთულია ოთხი სკულპტურული ანსამბლით: ელისეს მინდვრების მხრიდან – “მარსელიეზა”, გრან-არმის გამზირის მხრიდან – “წინააღმდეგობა” და “მშვიდობა”. თაღის კედლებზე ამოტვიფრულია 128 ბრძოლის სახელი, რომელშიც რესპუბლიკურმა და იმპერიულმა არმიებმა გაიმარჯვეს, ასევე 658 ფრანგი მხედართმთავრის სახელი. უცნობი ჯარისკაცის საფლავზე წარწერაა: “აქ განისვენებს ფრანგი ჯარისკაცი, რომელმაც სიცოცხლე სამშობლოს შესწირა, 1914-1919″.
ქვეყნად ადგილი ყველაფერს მოენახება,ადამიანის ადგილი კი არსად არის …!! ეს ტკივილი დაჰყვება ერიხ მარია რემარკის რომანის გმირს – გერმანელ ექიმს, საფრანგეთში რომ გამოჰქცევია ფაშისტ თანამემამულეებს. ახალ ბაბილონად ქცეულა ემიგრანტებისთვის პარიზი.
.რომანის გმირები დაღუპული გემის გადარჩენილ მეზღვაურებს ჰგვანან,რომლებიც დანისლული ზღვის ზედაპირზე დაცურავენ.ამ ნისლიდანაც მოჩანს ტრიუმფალური თაღი,რომლისკენაც სწრაფვა,ამავდროულად,გადარჩენისათვის ბრძოლას მოგვაგონებს.ფასიზმისგან გაგიჟებული ევროპა თითქოს ტრიუმფალური თაღის ქვეშ მომწყვდეულა.ეს რომანი კიდევ ერთხელ გვაფიქრებს დიდ სიყვარულსა და არანაკლებ დიდ სიძულვილზე,რომლის წინააღმდეგ ბრძოლას მრავალი მარცხისა და გულისტკენის შემდეგაც არ უშინდება ნაწარმოების მთავარი გმირი.
No comments:
Post a Comment